reportiori.ge - საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:50
კულტურა
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
07 ოქტომბერი, 2014. 15:41


   8-12 ოქტომბერს საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და საინტერესო პრეზენტაციებით სტუმარი ქვეყნის სტატუსით კიდევ ერთხელ წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. საქართველოდან მონაწილეობის მისაღებად სულ ცხრამეტი გამომცემელია დარეგისტრირებული.


  ფრანკფურტში იმყოფება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ფრანკფურტის ფესტივალის მესვეურებთან,  უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის აგენტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


   კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე კი შეხვედრას ფრანკფურტის კულტურის სამსახურის უფროსთან, ფელიქს ზემელოტთან გამართავს. ბაზრობის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა საერთაშორისო სამიტზე„გამოწვევები განათლების სფეროსა და კულტურის პოლიტიკის საკითხებში.''




   8 ოქტომბერს ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია დათო ტურაშვილის რომანის „ჯინსების თაობა'' გერმანული თარგმანის პრეზენტაცია.


   ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500 წლიანი ისტორია აქვს, რომელშიც ყოველწლიურად ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი და მწერალი იღებს მონაწილეობას.


2018 წელს  საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016