ევროკავშირის კულტურული კვირეულის ფარგლებში ჯგუფური აქცია „მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა'' მოეწყო.
აქციის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და თითოეული ადამიანის, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ხაზგასმაა საზოგადოების წინაშე.
აქციის მონაწილეეების მიზანია ისეთი გმირების აღმოჩენა, რომლებიც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მათი პორტრეტები ქალაქის ცენტრალურ ადგილებში კედლებსა და უფუნქციო ფასადებზე გაიკვრება. აქცია ფრანგი ხელოვანის, ჯეი არის "Inside Out'' ანალოგია.
პირველი ეტაპის გმირებს შორის არის ეკოლოგი, „პარტიზანული მებაღეობის'' იდეის ავტორი ნატა ფერაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თათია ცოფურაშვილი, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
უახლოეს მომავალში ფოტოების გამოფენაც იგეგმება.