თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ფესტივალ „საჩუქართან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამასა და მის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსთაველის თეატრმა უარი თქვა 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ანი ბოგარტის სპექტაკლის, „რადიო მაკბეტის'' მასპინძლობაზე. 8 სექტემბერს მათ მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, თეატრი ფესტივალთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა.
როგორც „რეპორტიორთან" საუბრისას ქეთი დოლიძემ განაცხადა, რუსთაველის თეატრმა უარი ფესტივალის მასპინძლობაზე მასსა და რობერტ სტურუას შორის დაპირისპირების გამო : „ეს დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. სტურუას კრიტიკის ობიექტი წინა წელს ფესტივალ „საჩუქრის" ბანკი „ქართუს" მხრიდან დაფინანსების გამო გავხდი. ძალიან მადლობელი ვარ ამ დაფინანსებისთვის, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი გენიოსია".
კულტურის სამინისტრომ მხარეებს შორის შუამდგომლობა გაწია და რუსთაველის თეატრს წერილობით მიმართა, მაგრამ თეატრისგან კვლავაც უარი მიიღო.
წელს ფესტივალი „საჩუქარი" 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაიმართება. სპექტაკლებს თუმანიშვილის, გრიბოედოვის, სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრები უმასპინძლებენ.