reportiori.ge - თბილისში მეოთხე რუსულ–ქართული საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:53
"რეპორტიორის" თვალით...
თბილისში მეოთხე რუსულ–ქართული საერთაშორისო მედიაფორუმი გაიმართა
15 ოქტომბერი, 2014. 19:13


14-16 ოქტომბერს თბილისში მეოთხე რუსულ-ქართული საერთაშორისო მედიაფორუმი („მედია გლობალური კრიზისების კონტექსტში") მიმდინარეობს. ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг" და არაკომერციული პარტნიორობა „Кавказское сотрудничество".



ორი დღის განმავლობაში წამყვანი მედიის წარმომადგენლები, მედიასფეროს ექსპერტები რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგებსა და მასტერ-კლასებს  მართავენ უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში. ყურადღების ცენტრშია - ინფორმაციის ტრადიციულ საშუალებათა და „ახალი მედიის" მუშაობის სპეციფიკა გლობალური და რეგიონული კრიზისების პირობებში.



ფორუმის დასკვნით დღეს (16 ოქტომბერს) გამოცხადდება ესეების კონკურსის პირობები, რომლის შედეგების მიხედვითაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, 2014 წლის ბოლოს მიიღონ მონაწილეობა  სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში მოსკოვში.



მეოთხე რუსულ-ქართული მედიაფორუმის დასრულებისას მის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016