reportiori.ge - ენ ბოგარტი თბილისშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:12
კულტურა
ენ ბოგარტი თბილისშია
16 ოქტომბერი, 2014. 16:47



თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ფესტივალ „საჩუქრის“  პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფესტივალის სტუმარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლის „რადიო მაკბეტის“ რეჟისორი ენ ბოგარტი ესწრებოდა.

 

 ენ ბოგარტი მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი რეჟისორია, რომელმაც ტადაში სუზუკისთან ერთად 1992 წელს კომპანია „სიტი“ დაარსა. კომპანიის დადგმამ „რადიო მაკბეტი,“ უილიამ შექსპირის მიხედვით, მსოფლიო აღიარება მოიპოვა.  წარმოდგენის დაწყებისას მაყურებელი ვერც ხვდება, რომ ეს „მაკბეტია“, მსახიობები თამაშს ისე იწყებენ, თითქოს რადიოდადგმა იყოს: „საკმარისია, ტექსტს ყურადღებით მოუსმინოთ, და ამ ყველაფერს ისედაც დაინახავთ გონების თვალით. მინდოდა, ჩემი აუდიტორია უბრალოდ ჩაბნელებულ დარბაზში მჯდარიყო და ჩასწვდომოდა ამ ნაწარმოების არსს. ამის შემდეგ დამსწრეთა ფანტაზია აუცილებლად თავადვე წარმოსახავდა ყველა ბატალურ სცენას“, - ამბობს ენ ბოგარტი.

 

სპექტაკლი „რადიო მაკბეტი“ 17 და 18 ოქტომბერს თუმანიშვილის კონომსახიობთა თეატრში გაიმართება.

 

როგორც ენ ბოგარტმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის ძალიან სასიამოვნოა ფესტივალზე სტუმრობა: „ცოტა ხანია, რაც აქ ვარ, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მომწონს აქაურობა. სასიამოვნოა, უამრავ მაყურებელს შენი სპექტაკლი წარუდგინო. ეს პროცესი თითქოს მასაჟს ჰგავს - მაყურებელი მსახიობების მოძრაობით, ხმით სხვა სამყაროში გადადის“.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016