reportiori.ge - კინო და ტელეოპერატორების ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:59
კულტურა
კინო და ტელეოპერატორების ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიხსნა
16 ოქტომბერი, 2014. 16:54



Tbilisi Ivent Hall“-ში კინო და ტელეოპერატორების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ გაიხსნა.

 

ფესტივალი 2009 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ოპარატორების საქმიანობის წახალისებას, მასტერკლასების ჩატარებას, ახალი ტექნიკის გაცნობას და კონკურსს, სადაც ნამუშევრების გაგზავნა ნებისმიერ ოპერატორს შეუძლია.

 

წელს ფესტივალს ტექნიკის თორმეტი საერთაშორისო კომპანია ესტუმრა. ტექნიკის გამოფენის პარალელურად საკონკურსო ნამუშევრების ჩვენება მიმდინარეობს.  დაგეგმილია „სონის“ კამერების გათამაშებაც.

 

„ფესტივალის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როგორღაც წავახალისოთ ოპერატორები. ეს ადამიანები ყოველთვის კადრს მიღმა რჩებიან და მათი საქმიანობის სირთულეს ვერავინ იგებს. ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ ისეთი ფესტივალი, სადაც ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ  მასტერკლასებს, დაათვალიერონ და გაეცნონ ახალ ტექნიკას, და რაც მთავარია, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ასეთი ფესტივალები თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღებით სარგებლობს. იმედია, მომავალში ჩვენი ფესტივალის მიმართ დაინტერესება უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმ ზურაბ გეგენავამ, „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

 

„ოქროს თვალის“ გამარჯვებული ოპერატორი 18 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოცხადდება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016