reportiori.ge - ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025. 06:01
სხვადასხვა
ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2014. 12:39



 რჩევები მშობლების, პედაგოგებისა და ბავშვებისთვის, ფილოლოგიის დოქტორმა და გამოცდილმა პედაგოგმა, ბატონმა გია მურღულიამ შეადგინ. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.

 

5 რჩევა მშობლებს:

1. ნუ იცხოვრებთ თქვენი შვილების ნაცვლად;

2. იყავით მათთვის არა მხოლოდ ადამიანური სიბრძნის მასწავლებლები, არამედ ამ სიბრძნის პრაქტიკულად განმასახიერებელნიცასწავლეთ პირადი მაგალითით;

3. ნუ დაუშლით თავისუფლებას, თუნდაც გარკვეულ რისკთან იყოს დაკავშირებულიადამიანი მარცხითაც სწავლობს;

4. ეცადეთ ყოველდღიურად ვითარდებოდეთ, მოსაწყენ ერთფეროვნებად არ იქცეთ საკუთარი შვილებისათვის;

5. გააცნობიერეთ:  შვილების სიყვარული მხოლოდ მათი მფარველობით კი არა, განვითარებაში ხელშეწყობით გამოიხატება.

 

5 რჩევა მასწავლებლებს:

1. გააცნობიერებინეთ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება;

2. ყოველთვის აჩვენეთ პირადი მაგალითი;

3. სჯობს ასწავლოთ ერთი რამ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი რამცალმხრივად;

4. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლემიუხედავად ყველაფრისა. გახსოვდეთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები;

5. ისწავლეთ, რათა ასწავლოთ.

 

5 რჩევა მოსწავლეებს:

1. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არაფერს აკეთებთ ისეთს, რაც თქვენს ასაკში (ან თუნდაც მერე) არ გაუკეთებიათ თქვენს მასწავლებლებს;

2. იცოდეთ, რომ ვინც არ სწავლობს დღეს, გაცილებით რთულად მოუწევს ამის გაკეთება ხვალ;

3. მთავარი წიგნების კითხვა კი არ არის, არამედ მათი სრულფასოვანი გაგება;

4. სკოლა თქვენთვის არის, ხოლო თქვენკეთილი საქმეებისთვის;

5. ეცადეთ, ყოველდღე აჯობოთ არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს.

 

( მოამზადა  ნინო  მჟავანაძემ )

 

 

( წყარო mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016