reportiori.ge - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ათი წლის ბიჭის გაუპატიურებაზე პროკურორის არაკომპეტენტურ განმარტებაზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:14
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ათი წლის ბიჭის გაუპატიურებაზე პროკურორის არაკომპეტენტურ განმარტებაზე საუბრობს
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 10:14

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, ათი წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 46 წლის მამაკაცის საქმეში პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა უფრო მეტი დამაჯერებლობა უნდა შეიტანოს.

როგორც დეპუტატმა „რეპორტიორს" განუცხადა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის და პირადად მისთვის, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრისთვის, ყოვლად მიუღებელია ასეთ სენსიტიურ თემაზე- პროკურორ ზუბაშვილის არადამაჯერებელი განმარტება. აუცილებელია პროკურორმა, უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს თავისივე განცხადებაში, რის შემდეგაც არ იქნება ინსინუაციების ცუნამი", - აცხადებს ჩრდილელი.

შეგახსენებთ, რომ ათი წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ 46 წლის მამაკაცს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამაკაცი ამნისტირებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. როგორც პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მამაკაცს წაყენებული ბრალი შეუმსუბუქდა. 





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016