თბილისის საკრებულოში დღეს 13:00 საათზე რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც უმრავლესობა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხს დააყენებს. გადაწყვეტილება უმრავლესობის წარმომადგენლებმა უმცირესობის წევრებთან გუშინდელი შეხვედრების მეორე რაუნდის შემდეგ მიიღეს. მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე კომისიის ახალ თავმჯდომარეებს არ აირჩევენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მამუკა ახვლედიანის, განცხადებით, დღის წესრიგთან დაკავშირებით სხდომის დაწყების წინაც იმსჯელებენ, კონკრეტულ გადაწყვეტილებეს კი, უშუალოდ სხდომაზე გაახმოვანებენ.
შეგახსენებთ, , გუშინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის' წევრმა, თემურ გრიგალაშვილმა, განაცხადა, რომ თუ თავმჯდომარეების გადაყენება და არჩევა ერთსა და იმავე სხდომაზე მოხდება, ამით რეგლამენტი დაირღვევა და პარტია სასამართლოში იჩივლებს.