reportiori.ge - 16-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი 17 ქართველი გმირის სახელთა უკვდავსაყოფად აღიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:43
"რეპორტიორის" თვალით...
16-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი 17 ქართველი გმირის სახელთა უკვდავსაყოფად აღიმართება
21 ოქტომბერი, 2014. 19:59


შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული.  ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან ( Т-72) და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.  ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა.



შინდისის გმირების სახელთა უკვდავსაყოფად 16-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი შინდისში ზუსტად იმ ადგილზე აღიმართება, სადაც ქართველი ჯარისკაცები 6 წლის წინათ ბრძოლის ველზე დაეცნენ. იგეგმება მათი ბიუსტების დადგმა იმ 17 სოფელში, სადაც ცხოვრობდნენ. მონუმენტსა და ბიუსტებზე  მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე მუშაობს.



16-მეტრიან ბრინჯაოს მონუმენტს  მოქანდაკე 1 წელიწადში დაასრულებს. პროექტის იდეა მსახიობ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016