reportiori.ge - ნიკოლო მაკიაველის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025. 05:47
სხვადასხვა
ნიკოლო მაკიაველის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ავტორი:
25 ოქტომბერი, 2014. 14:26


1. ყველა ხედავს იმას, ვინც ჩანხარ, მაგრამ მხოლოდ ცოტაოდენმა იცის, ვინ ხარ სინამდვილეში.

2. ლომს არ შეუძლია ხაფანგისგან თავის დაღწევა და ვერც მელა დაიცავს თავს მგლებისგან. ან მელა უნდა იყო, ხაფანგების რომ არ გეშინოდეს ან ლომი, რომ მგლები შეაშინო.

3. იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი იქნება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდა, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება.

4. მმართველის გონიერების განსაზღვრის უპირველესი მეთოდი, მის გარშემომყოფებზე დაკვირვებაა.

5. მიზანი ამართლებს საშუალებას.

6. გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი - წარჩინებულნი, მესამენი - ფუჭნი.

7. უმჯობესია, იმოქმედო და ინანო,ვიდრე უმოქმედობას ნანობდე.

8. არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს.

9. ვერავინ იქნება თავისუფალი მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება.

10. როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.


წყარო - 4motivi.com


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016