ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოველებს განცდები ნაკლებად აქვთ, მაგრამ ჰონგ-კონგში მომხდარმა შემთხვევამ ნამდვილად შეცვალა რამდენიმე ადამიანის ცხოვრება. ცხოველების ერთ-ერთ სასაკლაოზე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. უცებ, ერთ-ერთმა ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, წინა ფეხებზე დაიჩოქა და ტირილი დაიწყო.
ამ ფაქტის მოწმე ათამდე ყასაბი გახდა, რომლებიც წლების მანძილზე ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. მათი თქმით, ხარი ადამიანივით ტიროდა და ცრემლებით მთლიანად დაისველა სახე.
მომხდარმა იმდენად შეძრა ყასბები, რომ ვერცერთმა აღმართა ხელი პირუტყვის დასაკლავად. უფრო მეტიც, მათ ხარი ფეხზე ვერაფრით წამოაყენეს, სანამ მისი ტაძარში წაყვანა არ გადაწყვიტეს.
ყასბებმა საკუთარი ტანხებით ხარი გამოისყიდეს და ის ბუდისტურ ტაძარს გადასცეს, სადაც ის დარჩენილ დრეებს მშვიდად გალევს. ამ შემთვევის შემდეგ, სამი მუშა გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. მათ თქვეს, რომ ვეღარასოდეს დაკლავენ პირუტყვს რადგან არ ძალუძთ მეხსიერებიდან ხარის თვალებიდან მომდინარე ცრემლების ამოშლა.