reportiori.ge - აუცილებელი წესები რომელიც უნდა ვიცოდეთ გამათბობლის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025. 05:51
სხვადასხვა
აუცილებელი წესები რომელიც უნდა ვიცოდეთ გამათბობლის შესახებ
ავტორი:
27 ოქტომბერი, 2014. 11:18


უკვე აცივდა და დაიწყო გამათბობლების ჩართვა, მას მოჰყვება პრობლემებიც. პირველ რიგში, აუცილებელი რეკომენდაციაა ამ დროს, სანამ გამათბობელს აქტიურად ჩართავთ, შეამოწმებინოთ სპეციალისტს - "შესვენების" პერიოდში ხომ არ დაზიანდა რამე, ხომ არ იპარება გაზი და ა.შ.

 

მას მერე, რაც გამათბობელი სახლში ჩართულია, აუცილებელი პირობაა, ყოველთვის იყოს ღია ერთი პატარა სარკმელი მაინც, რომ ოთახები მუდმივად განიავდეს და არ მოხდეს გაზის დაგროვება.

 

მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოების ყველა ზომა, მოერიდეთ კუსტარულად დამზადებულ გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს. ჯობს, ხარისხიანი ტექნიკის ყიდვასა და სწორად დაყენებაში არ დაინანოთ თანხა და მშვიდად გეძინოთ.


ასევე უნდა იცოდეთ წესები და სიმპტომები, რაც ახლავს აირით მოწამვლას, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან.


ყოველთვის დააკვირდით  სიმპტომებს: თუ უმიზეზოდ მოითენთეთ, თქვენც და კიდევ ვინმე ოჯახში. ხშირად ამთქნარებთ, გეძინებათ, თავბრუსხვევას გრძნობთ - მაშინვე გამოაღეთ ფანჯარა, რადგან ასეთი სიმპტომი ხშირად უკავშირდება მხუთავ აირს. განსაკუთრებით საშიშია ის ქარიან ამინდებში - ხანდახან აირის ნამწვი უკან ბრუნდება, სახლში, და ისიც იწვევს მოწამვლას.

და  კიდევ, როცა ოჯახში ბავშვია, ყოველთვის აკონტროლეთ, რომ არ მიუახლოვდეს გაზის გამათბობელს. და კიდევ, არ არის სასურველი გათბობის მიზნით გაზის კამფორების დიდი ხნის განმავლობაში ანთება - აირის დაგროვება ამ დროს განსაკუთრებით მატულობს.



ასევე უნდა იცოდეთ წესები, როგორ უნდა მოიქცეთ მხუთავი აირით მოწამვლის დროს. საჭიროა:

შევაჩეროთ კონტაქტი გამომწვევ ფაქტორთან;

უზრუნველყოთ დაზარალებულთან ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობა.

სანამ ოთახში შევალთ, ღრმად შევისუნთქოთ რამდენიმეჯერ, შევიკავოთ  სუნთქვა, დავაფიქსიროთ კარები გაღებულ მდგომარეომაში, გადავკეტოთ გაზი, გავაღოთ ფანჯრები და გამოვიყვანოთ დაზარალებული გარეთ.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

 

 

( მოამზადა ნინო მჟავანაძემ )

( წყარო mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016