reportiori.ge - 17 ქალბატონის 17 ისტორია ძალადობაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:45
კულტურა
17 ქალბატონის 17 ისტორია ძალადობაზე
27 ოქტომბერი, 2014. 14:36


 საქართველოში იტალიის ელჩის ფედერიკა ფავის ინიციატივით, მარჯანიშვილის თეატრის  სცენაზე ქართველი ქალბატონები ძალადობის მსხვერპლი იტალიელი ქალების ისტორიებს წაიკითხავენ.


 ეს ისტორიები ერთ წიგნად იტალიელმა ჟურნალისტმა სერენა დანდინიმ შეკრა. მას შემდეგ ისტორიებს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე მსახიობი ქალები კითხულობენ. პროექტში მონაწილეობდნენ კლაუდია კარდინალე, მარინა აბრამოვიჩი.


იტალიის ელჩის ინიციატივით, საქართველოში მსახიობების ნაცვლად ძალადობის მსხვერპლი ქალების პირველ პირში მოყოლილ ისტორიებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ქალბატონები წაიკითხავენ, მათ შორის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე, მაია ასათიანი, ნინო სუხიშვილი.


საქართველოში პერფომანსის განხორციელების იდეა ფედერიკა ფავის ექვსი თვის წინ გაუჩნდა და მისი პრეზენტაცია ზუსტად ქალებზე გახშირებული ძალადობის ფაქტებს დაემთხვა.


28 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე პროექტის დრესკოდის თანახმად, შავ ტანსაცმელსა და წითელ ფეხსაცმელში შემოსილი 17 ქალბატონი 17 მოკლული ქალის ნამდვილ ამბავს მოგითხრობთ.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016