reportiori.ge - თბილისის მე-10 მოდის კვირეული გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:45
კულტურა
თბილისის მე-10 მოდის კვირეული გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
28 ოქტომბერი, 2014. 12:56

 

 

თბილისის მე-10 მოდის კვირეული პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ანუკი არეშიძის ჩვენებით გაიხსნა. დიზაინერმა მომავალი წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.

 

 

 ანუკი არეშიძის ჩვენების შემდეგ საზოგადოებამ კვირეულის მთავარ მასპინძელ შენობაში - „დიზაინ ცენტრში" გადაინაცვლა, სადაც ორი ჩვენება გაიმართა -ახალი პროექტი  „Dalood", რომელიც სიმონ მაჩაბელის, იკა ბობოხიძისა და გრეგორი რეჯინის კოლექციებს აერთიანებს არა 2015 წლისთვის, არამედ მიმდინარე სეზონისთვის. მრავალფეროვანმა კოლექციამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

 

 

 მომდევნო კოლექცია გოლა დამიანის ეკუთვნოდა. დიზაინერის სადა და ამავდროულად ფერებით დატვირთული გაზაფხულის კოლექცია მუსიკალურად ქეთათო ჩარკვიანმა გააფორმა.

 

 

წლევანდელი მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერი მონაწილეობს: ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა, ქეთი ჩხიკვაძე, ლაკო ბუკია და სხვები. ასევე, მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ დამწყები დიზაინერები. კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა კი ყველა მსურელს ექნება.

 


 ჩვენებების პარალელურად კვირეულზე ხუთი დღის განმავლობაში შოუ-რუმი იმუშავებს, რომელზეც ოცდაათამდე ქართველი დიზაინერის კოლექციაა წარმოდგენილი - ტანსაცმელი, აქსესუარები, ქუდები, ფეხსაცმელი. დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მივიდეს „დიზაინ ცენტრში," დაათვალიეროს და შეიძინოს სასურველი ნივთი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016