reportiori.ge - ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:46
კონფლიქტები
ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
ავტორი:
29 ოქტომბერი, 2014. 10:29



ცხინვალის  ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ შეთავაზებას ეხმაურება და საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს. 



"ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები თავისი აბსურდულობით გაოცებას იწვევს. ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება ავტონომიასთან დაკავშირებით საქართველოს შემადგენლობაში - ეს არის კიდევ ერთი უტოპია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა და რომელიც უარს ამბობს, აღიაროს არსებული რეალობა. აგერ უკვე, თითქმის, მეოთხედი საუკუნეა, რაც სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია და ექვსი წელია აღიარებული ქვეყანაა. ამ დროის განმავლობაში კი საქართველოსთვის გაცილებით გონივრული იქნება ამ ფაქტის აღიარება და შეცდომაში ნუ შეჰყავს თავისი ხალხი და ნურც მსოფლიო საზოგადოება", - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდება. ცხინვალის მოთხოვნა კი ასეთია: ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება, "ქართული აგრესიის" პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება, საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდის აღიარება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, მისთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურება. 



"მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი მშვიდობიან თანაცხოვრებაზე და საქართველო ოდესმე გაიგებს, რომ კეთილმეზობლურად ცხოვრება გაცილებით მომგებიანია, ხოლო ზემოხსენებული პირობების დაუკმაყოფილებლობის გარეშე ქართველი პოლიტიკოსების საუბარი - ცარიელი სიტყვებია და პოლიტიკური თამაში დასავლეთის აუდიტორიისთვის", - აცხადებს დეფაქტო საგარეო უწყება.





(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016