კომფორტული გარემო და მომსახურების ორიგინალური პაკეტები - ეს ის პრიორიტეტებია, რომელსაც საბავშვო ბაღი „ქიდს პლანეტი" (Kids Planet) მომხმარებელს სთავაზობს. დიღომის 7-ში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდასა და მოვლას 24 საათის განმავლობაში.
საბავშვო ბაღი თავად მოაგვარებს ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემას, სრულფასოვან კვებას, პატარების თანდათანობით მომზადებას სკოლისათვის და თანამედროვე ტიპის სასწავლო და განმავითარებელ მეცადინეობებს. ბაღში არსებობს უცხოენოვანი ჯგუფებიც. კერძოდ, ქართულ-რუსული და ქართულ-ინგლისური ჯგუფები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ცენტრში ბავშვები თავს იგრძნობენ მშვიდად და არ ექნებათ განცდა, რომ უცხო გარემოში იმყოფებიან.
„ქიდს პლანეტში" ბავშვებს გაუღრმავდებათ ხელოვნებისადმი სიყვარული. გამოცდილი სპეციალისტები მათ გააცნობენ კლასიკურ მუსიკას, ეთნო-ფოლკლორს. ბავშვები ჩაერთვებიან თეატრალიზებული ღონისძიებების გამართვაში. ასევე შეიცნობენ ფუნჯისა და საღებავების სამყაროს, შეისწავლიან თექაზე მუშაობას.
ბაღის აღსაზრდელებს მუდმივი კონტაქტი ექნებათ ბუნებასთან. ბავშვები ყოველდღე დღეში ორჯერ გაისეირნებენ სუფთა ჰაერზე. ასევე ბაღის ტერიტორიაზე პატარებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ცხოველთა სამყაროს. ბაღში პერიოდულად მიიყვანენ კურდღლებს, ცხენებს, ცხვრებსა და სხვა ჯიშის ცხოველებსა და ფრინველებს.
თუ გსურთ თქვენი ბავშვი მშვიდ და კომფორტულ გარემოში აღიზარდოს ეწვიეთ საბავშვო ბაღ „ქიდს პლანეტს" და იყავით დარწმუნებული, რომ სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.