reportiori.ge - მინისტრებმა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად დახატეს (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:44
საზოგადოება
მინისტრებმა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად დახატეს (ფოტოკოლაჟი)
01 ნოემბერი, 2014. 16:50

 

 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში ქართველმა მინისტრებმა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებსა და პროფესიონალ მხატვრებთან ერთად დახატეს. პროექტი „გამიცანი" კავშირი „ჩვენი ბავშვების" ინიციატივით ჩატარდა და საზოგადოებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება. ოქტომბრის თვე მსოფლიოში დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის თვეა.

 

დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებთან ერთად ნახატები შექმნეს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, თამარ სანიკიძემ, ალექსი პეტრიაშვილმა, მიხეილ გიორგაძემ, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

 

„დღევანდელი შეხვედრა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ ცნობადობის გაზრდას  ეძღვნება, რადგან ძალიან ბევრი არასწორი და სტერეოტიპული შეხედულება არსებობს საზოგადოებაში და ყველაზე მეტად სტიგმატიზირებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა შორის.  მშობლები უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ  დაწყებული დაბადებიდან, შემდეგ მთელი ბავშვობა, ზრდასრულობის ასაკი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გავაცნოთ ჩვენი შვილები და ამას  არა მხოლოდ გაცნობითი ხასიათი ჰქონდეს, არამედ თანამშრომლობითი და დამეგობრების. ყველაზე კარგი გზა ავარჩიეთ - შემოქმედებითი პროცესი, ისინი ერთობლივად დახატავენ და ამ ნახატებს  სამ დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვფენთ სიმბოლურად. გვინდა, ღონისძიების ამსახველი ფოტოები ბილბორდებზე მარტის თვეში განვათავსოთ, რადგან 21 მარტი  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მსოფლიო დღეა და საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება პირველი პირების ჩართულობა და მონაწილეობა მათ ცხოვრებაში", - ამბობს კავშირ „ჩვენი ბავშვების" წარმომადგენელი ლია ტაბატაძე.

 

 „რეპორტიორთან"  საუბარში განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ პროექტში სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა: „არაჩვეულებრივი დღეა და აქ  სრულიად არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. თქვენ ნახეთ, როგორი შინაარსიანი ნახატები შექმნეს,როგორი ხედვა გადმოიტანეს სახატავ ფორმატზე. მათ აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, დახმარება და  ხელშეწყობა. ხატვის პროცესი ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ ნახატი, რომელიც სალომესთან ერთად დავხატე, ერთ-ერთი წარმატებული იქნება და ყველას მოწონებას დაიმსახურებს".

 

ბავშვებთან ერთად პროექტში მათი მშობლებიც სიამოვნებით ჩაერთვნენ. „არაჩვეულებრივი პროექტია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში. ჩემი შვილის მაგალითით, მისთვის ყოველი დეტალი  მნიშვნელოვანია, ის ერთი მზერით ხედავს სიყალბეს და გულწრფელობას. ამიტომაც მთავარია, რომ ყველა ვიყოთ გულწრფელები და ეს ხელს შეუწყობს მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში", -განაცხადა დაუნის სინდრომის მქონე მოზარდის დედამ ნინო გერგედავამ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016