„დღევანდელი საკრებულოს სხდომა არის არალეგიტიმური და უკანონოდ მოწვეული სხდომა," - ამის შესახემ მამუკა ახლედიანმა საკრებულოში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი არ დაესწრება .
„დღის წესრიგის საკითხები იქნება არალეგიტიმურად განხილული, ასევე მათი მხრიდან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში და ასევე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა დაგიდასტურთ, რომ ჩვენ არ ვებღაუჭებით არცერთ თანამდებობას და არცერთ სკამს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს მომხდარიყო კანონიერ, რეგლამენტირებულ ჩარჩოებში. მინდა გითხრათ, რომ ეს მოლაპარაკება არ შედგა, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით იქნება ის, რომ ჩვენ არ მივიღებთ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობას, ჩვენ ასევე, 26-ში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მხარს არ დავუჭერთ შემოთავაზებულ კანდიდატურას - ბატონ ირაკლი შიხიაშვილის. მინდა მოგახსენოთ ისიც, რომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში", არსებობს აზრთა სხვადასხვაობა."- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.