reportiori.ge - მე-7 „არტისტერიუმი“ იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:41
კულტურა
მე-7 „არტისტერიუმი“ იწყება
04 ნოემბერი, 2014. 15:32


კულტურის სამინისტროში თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმთან" დაკავშირებით პრესკოფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის ისტორიის მუზეუმის წარმომადგენელი ლიკა მამაცაშვილი და „არტისტერიუმის" ორგანიზატორები - მაგდა გურული და ილიკო ზაუტაშვილი გაუძღვნენ.


 წელს  „არტისტერიუმი" 7 ნოემბერს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში ფართო საზოგადოებას, მონაწილეებსა და სტუმრებს გამოფენათა ციკლსა და საგანმანათლებლო პროგრამას შესთავაზებს.


რიგით მე-7 „არტისტერიუმის" თემაა: „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" - ფრაზა აღებულია 1995 წლის ამერიკული ფილმიდან „აპოლო 13", რომელიც რეალურ ისტორიაზეა აგებული და მთვარეზე დაჯდომის მცდელობისას ერთ-ერთი მისიის დროს განვითარებულ მოვლენას ეხება.


„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" მონაწილეებს სხვადასხვა ხასიათის პერსონალური, მხატვრული, ფილოსოფიური, სოციო-პოლიტიკური თუ ეკოლოგიური პრობლემატიკის კვლევას და წარმოჩენას სთავაზობს.

გამოფენაში მონაწილეობას 105 მხატვარი იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„არტისტერიუმი" 7 ნოემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში" ქართველი და საერთაშორისო მხატვრების გამოფენით გაიხსნება.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016