reportiori.ge - გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:09
კულტურა
გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“
12 ნოემბერი, 2014. 16:36


საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები" პრეზენტაცია გაიმართა. 


ავტორი „გურულ დღიურებში" თავისი ბავშვობის, ოთხმოცდაათიანი წლების გურიის რეალურ ისტორიებს ჰყვება. წიგნის ყდაზე კეკელიძის, შევარდნაძის, თხილისა და მანდარინის ფოტოებია გამოტანილი.  „გურული დღიურები" ავტორის პირველი პროზაული ნაწარმოებია.


წიგნის გამოცემამდე ავტორი მთელი ზაფხულის განმავლობაში გურიაში მოგზაურობდა და კამერით გურული ქორწინების ისტორიებს იღებდა.


„გურული დღიურები" ესეების კრებულია, რომელშიც თავმოყრილია ის ტექსტები, რომელსაც  თვეების განმავლობაში ვწერდი და  გულისხმობს ისტორიებს, რომელიც მე გადამხდა თავს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ ტრიალებენ. ეს არის ერთგვარი მოგონებები, ოღონდ მოგონებები არაკლასიკური გაგებით, ემოციური რაკურსით დანახული. ვიდეოებს იმისთვის ვიღებდი, რომ ტექსტად გამომეყენებინა, მაგრამ მომავალში თუ მოვახერხებ, ერთ ფილმად შევკრავ", -  ამბობს „რეპორტიორთან" საუბარში გიორგი კეკელიძე.


წიგნი გამომცემლობა „სიესტამ" გამოსცა და პრეზენტაციაზე ორასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016