reportiori.ge - გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან თბილისის მერს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:37
პოლიტიკა
გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან თბილისის მერს?
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 15:13

თბილისის საკრებულოს წევრი, კახა კუკავა თბილისის მერსა და დედაქალაქის ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალათა ბალანსის შეცვლას, „ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადასვლას და მოუწოდებს დედაქალაქის მერს, მანამდე გადადგეს, სანამ თავად საკრებულო აიძულებს დატოვოს ეს თანამდებობა.

კუკავას განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა ხმარდებოდეს თბილისის ინტერესებს და არა გიგი უგულავას სტრიპტიზ ბარებში სიარულს. კუკავას თქმით, საშემოდგომო სესიაზე, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც საკრებულოს უფლებამოსილება მერიასთან შედარებით გაიზრდება.

გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვას თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნიაც  ადასტურებს.

მისი თქმით, კანონში ბევრი რამ გადაიხედება და შეიცვლება, რათა საკრებულოს დაუბრუნდეს ის წართმეული უფლებები, რომელიც ჰქონდა.

რაც შეეხება, თბილისის მერის გიგი უგულავას გადაყენების საკითხს, ზაზა გაბუნიამ დაადასტურა, რომ ეს თემა ნამდვილად განიხილება, მაგრამ საშემოდგომოდ.

„ შესაძლოა, საკრებულოს თბილისის მერის გადაყენების უფლებაც მიეცეს. ეს არის საკონსულტაციო საკითხი და საშემოდგომო მსჯელობის საგანი", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016