reportiori.ge - ბაჩო ახალაია: საქართველოს ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი ჰყავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:38
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია: საქართველოს ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი ჰყავს
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 15:33

ბაჩო ახალაია ირაკლი ალასანიას კორუფციაში ადანაშაულებს და ყველაზე სამარცხვინო  მინისტრს უწოდებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალიამ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა - "ირაკლი ალასანია არის ადამიანი, რომელიც საჯაროდ აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში 30-მდე გამორჩეულმა სამხედრო მოსამსახურემ, ადამიანებმა, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას და არ ჰქონდათ საკუთარი საცხოვრებელი, მიიღეს ბინები საჩუქრად. მადლიერების ნიშნად და ნიშნად იმისა, რომ არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დარჩებოდა ყურადღების და პატივისცემის გარეშე ქვეყნის, ხალხის და მთავრობის მხრიდან. მე გული იმაზე მწყდება, რომ მინისტრობის პერიოდში ვერ შევძელი და უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს ვერ აუშენეთ ბინები. ნებისმიერი ნორმალური მინისტრი, უბრალოდ წესიერი ადამიანი, სწორედ ამაში უნდა ეჯიბრებოდეს მის წინამორბედს და უნდა ზრუნავდეს სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესებაზე. ამის ნაცვლად, ირაკლი ალასანიამ შეაჩერა პრეზიდენტის ბრძანებულების აღსრულება და ბინების გადაცემა სამხედრო მოსამსახურეებისთვის, სწორედ ამიტომ ორი ჯარისკაცი, რომლებმაც ავღანეთში დაკარგეს ქვედა კიდურები და მათთვის გადაწყვეტილი იყო ბინების გადაცემა დღემდე უიმედოდ ელოდებიან დახმარებას... ალასანიამ ააწყო კორუფციაზე დაფუძნებული სისტემა, ტენდერებში გაამარჯვებინა მის საახლობლოს კანონის უხეში დარღვევებით, სწორედ ამიტომ ცხრა თვის მანძილზე რამდენჯერმე მოიწამლა ასობით ჯარისკაცი გაფუჭებული საკვების მიღებით და ამ დროს იგი იმ დონეზეც კი გათავხედდა, რომ 2008 წლის გმირებს აქილიკებს და ამადლის სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაცემულ ბინებს. მოვა დრო ირაკლი ალასანია სათითაოდ აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის ქართული ჯარის მიმართ " - ნათქვამია ახალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016