reportiori.ge - ზვიად ფოფხაძე: თუ სახალხო დამცველი პირველ აგვისტომდე თანამდებობას არ დატოვებს, მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:58
პოლიტიკა
ზვიად ფოფხაძე: თუ სახალხო დამცველი პირველ აგვისტომდე თანამდებობას არ დატოვებს, მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 16:38

„იურისტთა საერთაშორისო სახლი" სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის გადადგომას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა ზვიად ფოფხაძემ სახალხო დამცველს 11 ივლისს, კონკრეტულ საქმეზე  დახმარებისთვის მიმართა, თუმცა ამ ფაქტს უჩა ნანუაშვილის მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

ზვიად ფოფხაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გელა გოგოლაურს, რომელიც ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობს, დაუკავშირდა ყირგიზეთის მოქალაქე ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩი და  4 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ყირგიზეთიდან ყაზახეთში, კერძოდ ქალაქ აქტაუში ტვირთის - გარგარისა და ბალის გადატანა შესთავაზა. ფოფხაძის განცხადებით, შეთანხმების შემდეგ, ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩმა გელა გოგოლაურს 1 500 დოლარი გადაუხადა და დარჩენილი 2 500 დოლარის გადახდას ყაზახეთში ტვირთის ჩატანის შემდეგ დაჰპირდა. 
"გელა გოგოლაურმა ყირგიზეთიდან ყაზახეთამდე ტვირთის ჩამოტანას მოანდომა 10 დღე, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ტვირთი - გარგარი და ბალი დაზიანებული იყო. სამასუროვიჩმა დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და გელა გოგოლაურსა და მის თანმხლებ პირს ნონა კუბლაშვილს საქართველოს მოქალაქის პასპორტი წაართვა, ასევე წაართვა ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანის საბუთები და ავტომანქანა. შემდეგ კი მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე მუქარით და იძულებით გელა გოგლაურს დააწერინეს ხელწერილი, რომ თითქოს ამ უკანასკნელს ყირგიზეთის მოქალაქე ბურხანოვ ბულიტბეკ სამასუროვიჩის ვალი ქონდა 40 000 დოლარი", - განაცხადა ზვიად ფოფხაძემ. 
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ გელა გოგოლაური და ნონა კუბლაშვილი 7 დღის განმავლობაში ჰყავდათ უკანონო ტყვეობაში. მისივე თქმით, სამასუროვიჩმა გოგოლაურს საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნა და უთხრა, რომ საქართველოში წასულიყო და მისთვის 40 000 დოლარი ჩაეტანა., მხოლოდ ამის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლებდნენ ნონა კუბლაშვილს და კუთვნილ ავტომანქანასაც დააბრუნებდნენ

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ფოფხაძის განცხადებით, "იურისტთა საერთაშორისო სახლმა" ოფიციალური წერილით, დახმარების თხოვნით, მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო უწყება დაეხმარათ, თუმცა უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ საკითხს დღემდე არ გამოხმაურებია - „სახალხო დამცველს უმოქმედობაში ვადანაშაულებთ და მოვითხოვთ დაუყონებლივ დატოვოს თანამდებობა. უჩა ნანუაშვილი  მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. გახსოვთ, ალბათ, ინციდენტი, რომელიც აჭარის პოლიციის სამართველოს უფროსს ვალერი თელიასა და „საიას" მძღოლს შორის მოხდა. ამის თაობაზე პოლემიკა თვეზე მეტი გაგრძელდა. „საიას" მძღოლის უფლებებს სახალხო დამცველის აპარატი 24 საათის განმავლობაში იცავდა. ვფიქრობ, ეს „საიას" მძღოლზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე იყო  და მეტი ყურადღება სჭირდებოდა სხვა ქვეყანაში დატყვევებულ ქალბატონს. თუ სახალხო დამცველი პირველ აგვისტომდე თანამდებობას არ დატოვებს, მის  წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ" - განუცხადა „რეპორტიორს" ფოფხაძემ 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016