reportiori.ge - პარლამენტის თავმჯდომარე ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:56
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 16:52

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტაილანდის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

   „ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელ მსოფლიოში იზრდება საქართველოთი დაინტერესება. ტაილანდი აზიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ქვეყანაა. ჩვენს ინტერესშია გავაღრმავოთ ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან. ტაილანდთან პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ სერიოზული პოტენციალი არსებობს.  შემდგომი კონტაქტები უკვე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი",  -  განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, ტაილანდთან, ურთიერთგაგების ატმოსფერო აქვს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, რომელიც გაეროში თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიიღება. ყოველთვის ვერ ხერხდება, რომ ტაილანდს  საქართველოსთვის სასურველი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არასდროს აქვს საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია. დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა და სხვა მიმართულებები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

  სტუმრებმა დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები ტაილანდში მიიპატიჟეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016