reportiori.ge - ტელევიზიების ჟურნალისტები მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლს არღვევენ (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:32
მედია
ტელევიზიების ჟურნალისტები მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლს არღვევენ (ვიდეო)
21 ნოემბერი, 2014. 11:29




ტელეკომპანია იმედის" დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეა სიჭინავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე" საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი ეკა მიშველაძე, რომელიც ეთერში წინასაარჩევნო დებატებს უძღვება ხოლმე, ასევე მაესტროს" საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნინო თოლორდავა, რადიო იმედის" დღის მთავარი თოქშოუს წამყვანი ეკა ვეფხვაძე მონაწილეობენ მობილური კომპანია ჯეოსელის" სარეკლამო კლიპში, რაც ეწინააღმდეგება  მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლს.



63-ე მუხლის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.



მაუწყებლები, რომლებიც სარგებლობენ ახალი ამბების და საინფორმაციო გადაცემების წარმოების უფლებით (ე.წ. საერთო მაუწყებლობის ლიცანზიანტები) და ავრცელებენ მოსახლეობაში ინფორმაციას,  უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის  მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა):

 

1.  მაუწყებლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

 

2. მაუწყებლები ვალდებული არიან, ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა, რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.



მაუწყებლობის შესახებ კანონის  69-ე მუხლის  (პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა) მიხედვით,  იკრძალება შემდეგი სახის პროგრამების სპონსორობა:


ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);

 

ბ) რეპორტაჟები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე;

 

გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016