reportiori.ge - რატომ „ფრიალებს“ გული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025. 17:03
სხვადასხვა
რატომ „ფრიალებს“ გული
ავტორი:
22 ნოემბერი, 2014. 11:02


გულის კუნთი განსაზღვრული ტემპითა და რიტმით იკუმშება. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა რიტმულია და ვინაიდან ავტომატური პროცესია, ნაკლებად არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე. ჯანმრთელი ადამიანი ვერც კი ამჩნევს, როგორ მუშაობს მისი გული. გულის „ფრიალის" მიზეზი კი, არითმიაა. არითმია გულის ნორმალური რიტმის დარღვევაა. ჩვეულებრივ, მაჯაზე ხელის დადებისას რიტმულ გულისცემას შევიგრძნობთ. თუმცა არის შემთხვევები, როცა გულის რიტმული მუშაობა ირღვევა. სწორედ ეს არის არითმია. ხალხში ამას პულსის გამოვარდნას, გულის ფრიალს, გულის აჩქარებას უწოდებენ. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს:


 

•             გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

 

 

•             მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები;

 

 

•             ფსიქოემოციური გადაძაბვა, ცენტრალური ნერვული და/ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ესა თუ ის პათოლოგია;

 

 

•             მედიკამენტების (შარდმდენები, ანტიარითმიული და დიგიტალისის პრეპარატები, საფაღარათო საშუალებები) მიღება;

 

 

•             ორგანიზმის ინტოქსიკაცია;

 

 

•             სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება, გადაცივება.



არსებობს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, რომლებიც გონების დაკარგვით და ზოგჯერ სიკვდილითაც კი მთავრდება და ისეთი ტიპის არითმიები, რომლებიც მკურნალობას არ საჭიროებს. არითმია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც რომელიმე სერიოზული დაავადებით, ასევე ისეთი ბანალური, ყოფითი მიზეზით, როგორიც არის ემოციური გადაძაბვა, ყავის დიდი რაოდენობით მიღება.



ტაქიკარდია კი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც გულის შეკუმშვების რიცხვი სხეულის ნორმალური ტემპერატურისა და მოსვენებისას წუთში 80 და მეტი დარტყმაა, ხოლო ფეხზე დგომისას წუთში 100-ს აღემატება. ტაქიკარდიის დროს პულსის გახშირებამ შესაძლოა წუთში 150 დარტყმას მიაღწიოს. ტაქიკარდია ნორმალურად ითვლება ფიზიკური დატვირთვის, ნერვული გადაძაბვის, სხეულის ტემპერატურის მატების დროს. მაგრამ არსებობს მდგომარეობებიც, რომელთა დროსაც ტაქიკარდია პათოლოგიურ გამოვლინებად მიიჩნევა. მათ მიეკუთვნება:



•             გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

 

 

•             ჰიპერთერმია (სხეულის ტემპერატურის მომატება);

 

 

•             ინტოქსიკაცია (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, კოფეინით, ნიკოტინით და სხვა);

 

 

•             ანემია;

 

 

•             ემოციურ-ნევროზული ფონი;

 

 

•             თირეოტოქსიკოზი.

 

 

 

(მოამზადა ნინო მჟავანაძემ)

 

წყარო  mkurnali.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016