reportiori.ge - დონალდ ტუსკი: ბიძინა ივანიშვილი ევროპული სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:34
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ბიძინა ივანიშვილი ევროპული სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 17:43

ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება. პოლონეთში მთავრობის სახლში გამართულ გაფართოებულს შეხვედრას, საქართველოს და პოლონეთის პრემიერების გარდა ქართული დელეგაციაც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, შეხვერდრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცის საკითხი იყო.

„ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ქვეყანაში პირველად იმყოფება. მის ვიზიტს გულთბილად მივესლამებით. საქართველო, რეგიონში ერთ-ერთი უმნიშნვენელოვანესი ქვეყანაა. პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავდ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა მუდმივი გახდა. ჩემა საუაბრმა ივანიშვილთან ნაყოფიერად ჩაირა. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ვილნიუსის სამიტის ფარგლებში უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა  და ევროპა ჭეშმარიტად მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც საქართველოსგან ელოდება. ბიძინა ივანიშვილი ევროპული სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება. თანამშრომლობა გაძლიერდება ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროოებში. თქვენ ქვეყანს ურყევი სურვილი აქვს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან  ",- აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე ბოლო დროს საზღვრის გადმოწევის ფაქტებსაც შეეხო.

„ ნატოსკენ სწრაფვის მიმართულებით გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ ამავდროულად, ვგრძნობთ ვალდებულებას დავალაგოთ ურთიერთობა  მეზობელ რუსეთთან. ამ მიმართულებით გაკრვეული წარმატებული ნაბიჯებიც გადავდგით. აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობა, რაც ესე საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის. ამის ფონზე ჩემში გაკვირვებას და შეშფოთებას იწვევს ბოლო თვეს განვითარებული მოვლენები, ე.წ. საზღვრებზე, სადაც მუდმივად ხდება საზღვრების გადმოწევა და ეზოებიდან ჩვენი მოქალაქეების გაყვანა. ვთხოვე ბატონ პრემიერს ამაზეც გააკეთოს მინიშნება  და მოუწოდეოს ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს, ვიყოთ უფრო კორეკუტულები ერთმანეთთან  მიმართებაში",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016