reportiori.ge - სახლახო დამცველი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:47
პოლიტიკა
სახლახო დამცველი განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 18:01

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ცემისა და მუქარის ფაქტებზე წინასწარი გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს - „მოქალაქე ბ.ს-ს ახსნა-განმარტება, ასევე, მისი გარეგნული დათვალიერების შესახებ სხვადასხვა ჩანაწერები მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ბრალდებულზე, დაკავების შემდგომ, ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. 

 

"2013 წლის 12 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა  სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებული ბ. ს, რომელმაც მათთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 2 ივლისს, 09:30 საათზე, მისთვის უცნობი პირი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი გამოჰკითხა. საუბრიდან რამდენიმე წუთში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ს. სამუშაო ადგილზე, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა სამმა პირმა დააკავა. იგი "შკოდის" მარკის თეთრ ავტომობილში ჩასვეს, ჰკითხეს მოიპარა თუ არა ავტომობილის სარკეები და სხვა ნაწილები, რაც ბ.ს-მ უარყო. ამის შემდეგ, მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა. მას დაემუქრნენ პოლიციის უფროსის მხრიდან სექსუალური ძალადობით, თუ არ აღიარებდა მანქანის ნაწილების მოპარვას. შემდეგ ბ.ს. გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს შს პირველ განყოფილებაში, შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში, სადაც ასევე იყო პროკურორი, რომელმაც უთხრა, რომ თუ დანაშაულს აღიარებდა, სამ წელს მიუსჯიდნენ. უარის თქმის შემდეგ, ბრალდებულის თქმით, პოლიციის უფროსმა მას სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ იგი შენობის პირველ სართულზე, სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც პოლიციის სამმა თანამშრომელმა სცემა. ბ.ს-ს თქმით, მას ასევე სექსუალური კავშირის დამყარებით აშინებდნენ. 

 

ბ.ს-ს განმარტებით, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის თბილისის N1 დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, რომლის ადმინისტრაციამაც, დაკავებულის სამედიცინო დათვალიერების შემდეგ, მის სხეულზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მის მიღებაზე უარი განაცხადა. ბ.ს-ს ინფორმაციით, იგი იზოლატორიდან ისევ ვაკე-საბურთალოს შს პირველ განყოფილებაში მიიყვანეს, საიდანაც შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც მოტყუებით და მუქარით ათქმევინეს, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე, ნასვამ მდგომარეობაში წაქცევის შედეგად. შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან", მსჯავრდებულის განმარტებით, იგი თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

2013 წლის 12 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვაკე-საბურთალოს შს პირველი განყოფილების შინაგან საქმეთა ორგანოებში დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნი შეამოწმეს. წიგნში ბ.ს-ს სარეგისტრაციო გრაფაში აღნიშნულია, რომ "ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვს", აქვეა დაკავებულის ხელმოწერა, თარიღი და დრო. აღნიშნულ გრაფას დართული აქვს შენიშვნა, სადაც მითითებულია, რომ "ზურგზე, მხარზე და თავზე აღენიშნება მცირე ზომის სისხლნაჟღენთები".

 

თბილისის N1 დმი-ში შეყვანისას, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, ბ.ს-ს „შუბლზე ექსკორიაცია, ორივე ზედა კიდურზე, მარჯვენა ბეჭზე და ზურგზე აღენიშნება ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ასევე თხემის მიდამოში აღენიშნება სისხლნაჟღენთი". "დაკავებულის გადმოცემით, დაზიანება მიიღო დაკავების შემდეგ".

 

შპს "აკად. ნ .ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის" მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, ბ.ს-ს აღენიშნებოდა "ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, თხემის მარჯვნივ, შუბლის, ორივე ზედა კიდურის ექსკორიაციები, მარჯვნივ ზურგის მიდამოს რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა, ექსკორიაცია."

 

სად-ის N8 დაწესებულების ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სხეულის დაზიანების აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრაციის ნომრით გატარებულია პატიმარ ბ. ს-ს სხეულის დაზიანებები - "ზურგისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები" ჟურნალში არ იყო მითითებული დაზიანების მიღების წარმომავლობა. 

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოებული პირადი საქმიდან და სამედიცინო ბარათიდან ამოღებული სამედიცინო ცნობის მიხედვით, ბ.ს-ს აღენიშნებოდა „ტრავმული დაზიანება, მარჯვენა წინამხარზე ნაკაწრები, აგრეთვე ზურგის არეში ნაკაწრები. როგორც აღნიშნავს პატიმარი დაზიანება მიიღო დაკავებამდე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016