reportiori.ge - დედის დარიგება, რომელმაც ოჯახი დანგრევას გადაარჩინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025. 17:48
სხვადასხვა
დედის დარიგება, რომელმაც ოჯახი დანგრევას გადაარჩინა
ავტორი:
01 დეკემბერი, 2014. 11:36



გთავაზობთ წერილს, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.



მსხვერპლის როლი ადვილი მოსარგებია, მისგან გათავისუფლება კი - ძალიან ძნელი. ხშირად არარეალურად ვაფასებთ სიტუაციას და, რაც მთავარია, პრობლემები გვექმნება ურთიერთობებში.



ამ დღის დადგომამდე დიდხანს ვფიქრობდი, ხშირად ვერ ვბედავდი მაგრამ აი დადგა მომენტი, როდესაც ჩემი ქმარი ბილი სამსახურში წავიდა, მე კი შევაგროვე ყველა ნივთი, ხელში ავიყვანე ჩვენი ორი წლის შვილი და წამოვედით მშობლებთან. შეგებებისას დედამ მითხრა, რომ ის და მამა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს გვერდით იქნებოდნენ და დამეხმარებოდნენ.

მაგრამ სანამ საბოლოოდ გადაწყვეტ სახლიდან წამოსვლას, ჩემი ერთი თხოვნა შეასრულე" - მითხრა დედამ. მან ჩემწინ ქაღალდის ფურცელი დადო, რომელიც ვერტიკალური ხაზის გავლებით ორად გაყო. მთხოვა, რომ პირველ განყოფილებაში ჩამომეწერა საგნები, მოვლენები, რაც მაღიზიანებდა ბილში და რაც მასთან თანაცხოვრებას შეუძლებლად ხდიდა. მე ჩავთვალე, რომ მეორე განყოფილებაში ბილის დადებითი მხარეების ჩამოთვლას მთხოვდა და უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ის გაცილებით მოკლე იქნებოდა.

მოკლედ, მე ვიცოდი, რა უნდა დამეწერა პირველ სვეტში:

1) ბილი მუდმივად ყრის თავის ნივთებს;

2) არასდროს მეუბნება, სად მიდის;

3) სუფრასთან მოქცევის წესები არ იცის, მიუღებლად იქცევა;

4) არასდროს არ მჩუქნის საჩუქრებს;

5) უჭირს ფულის მოცემა - ძუნწია;

6) არასდროს მეხმარება სახლის საქმეებში;

7) მუდამ ჩუმად არის და არ მესაუბრება.

 

სიის წერა დიდხანს გრძელდებოდა და ფურცელი ნელ-ნელა ივსებოდა. ახლა მე მქონდა უტყუარი მტკიცებულება, თუ რატომ არ შეიძლება მასთან ერთად ცხოვრება და რომ არა მხოლოდ მე, არამედ არცერთი ქალი არ ისურვებდა ასეთ ადამინთან ერთად ყოფნას.

 

თვითკმაყოფილი ღიმილით მივმართე დედას: „შემდეგ სვეტში მისი დადებითი მხარეები ჩამოვწერო, არა?" მაგრამ დედამ მითხრა, რომ ბილის ძლიერი მხარეები ამის გარეშეც მშვენივრად იცის და მთხოვა, ჩამომეწერა ჩემი რეაქციები ბილის თითოეული ქმედების დროს. ეს კი ნამდვილად უფრო რთული იყო, არ მეგონა, თუ საუბარი ჩემზე იქნებოდა..

 

რას ვაკეთებდი ამ დროს?

1) ვბრაზობდი;

2) ვყვიროდი და ვტიროდი;

3) მრცხვენოდა მის გვერდით ყოფნა;

4) თავი ტანჯულად მიმაჩნდა;

5) დიდი სიამოვნებით გავყვებოდი ცოლად ვინმე სხვას;

6) ვთვლი, რომ მეტის ღირსი ვარ;

7) და საერთოდ ის არ არის ჩემი ღირსი.

 

ეს სიაც უსასრულო იყო. დედამ აიღო ფურცელი და შუაზე გახია. ფურცლის ნაწილი, სადაც ბილის ნაკლი იყო ჩამოთვლილი, დახია და გადააგდო, მე კი გადმომცა ნაწილი, სადაც საუბარი ჩემზე იყო: „აიღე, დაფიქრდი ამაზე და თუ შენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მყარად იქნები დარწმუნებული მის ჭეშმარიტებაში, გახსოვდეს, მე და მამა შენს გვერდით ვართ".

 

დავბრუნდი სახლში. შევხედე ჩემსიას. პირველი ნაწილის გარეშე ის უფრო საშიში ჩანდა. მე ვხედავდი საკუთარი საშინელი საქციელის გამოძახილს, ბილის დესტრუქციულ ქმედებებში. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ცუდად ვიქცეოდი მთელი ამ დროის განმავლობაში. ისე ბუნებრივად მქონდა მსხვერპლის როლი მორგებული, რომ ვერც კი ვამჩნევდი, როგორ გამიმართლა მეუღლეში. ის იყო კარგი ადამიანი, არა იდეალური, მაგრამ კარგი.

დავბრუნდი მშობლებთან. გასაოცარია, როგორ შემეცვალა ხედვა. ახლა მე ვრძნობდი სიმშვიდეს და მადლიერებას. 5 წლის წინ მე პირობა დავდე, რომ ვიქნებოდი ბილთან ერთად, ახლა კი მზად ვიყავი, გააზრებულად და სიხარულით შემესრულებინა ეს. როდესაც ბილი სამსახურიდან დაბრუნდა, ჩვენ უკვე სახლში ველოდით.

მე შემეცვალა დამოკიდებულება ბილის ქმედებებისადმი. დღემდე მადლობელი ვარ დედის, რომელმაც თავისი ბრძნული რჩევით გადაარჩინა ჩვენი ქორწინება".


წყარო - 4 motivi.com


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016