reportiori.ge - სიმდიდრის 10 საიდუმლო, რომლებზეც არ წერენ წიგნებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:52
სხვადასხვა
სიმდიდრის 10 საიდუმლო, რომლებზეც არ წერენ წიგნებში
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 15:07


1. საუკეთესო დრო წარმატებისთვის


არ არსებობს საუკეთესო დრო იმისათვის, რომ წარმატებული გახდეთ, სწრაფად შეიცვალოთ და სიმდიდრე მოაგროვოთ - ვიდრე ეს ახლა, მოცემული მომენტია. ის, თუ როგორ ცხოვრობთ დღევანდელ დღეს, განსაზღვრავს როგორ იქნებით მომავალში.


2. იყურეთ შორს


როცა რამეს ყიდულობთ, ყოველთვის შეაფასეთ გრძელვადიანი ეფექტიდან გამომდინარე, ანუ დააკვირდით არა იმას, რამდენს დახარჯავთ ფორმალურად მისი შეძენისას, არამედ იმას, თუ რას რესურსს, რა კაპიტალდაბანდებას მოითხოვს ეს სამომავლოდ (არამარტო ფინანსურს, არამედ დროისა და შრომის მხრივ).


3. ფულისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება


ბევრი ადამიანი ფულის მიართ განიცდის ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციას - სიყვარულს და სიძულვილს. უყვართ იმიტომ, რომ შეუძლიათ ფულით შენაძენის გაკეთება და დადებითი ემოციების მიღება. სძულთ, რადგან მათი უკმარისობის დროს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ფული მართავს მათ ცხოვრებას. თუ ფული არ არის, ადამიანები სესხულობენ ან კრედიტს იღებენ. უარი თქვით ემოციურ შენაძენებზე და საკრედიტო ბარათებზე.


4. არასწორი პროგრამირება


ადამიანების უმეტესობა ფულს თვლის ფასეულობად. ეს ასე არ არის. ფული - უბრალოდ ქაღალდია. თუ თქვენ მიზნად ისახავთ: „მინდა მილიონი დოლარი " - ეს უაზრობაა. სინამდვილეში თქვენ ამბობთ,რომ გინდათ ქაღალდების გროვა. გააკეთე ისე, რომ მიზანი იყოს რეალური და არა ის, რომ უბრალო ფული გინდათ. სწორედ ამიტომ, მდიდარი ადამიანები არასოდეს ინახავენ ქონებას ფულადი სახით.


5. ფული VS ფასეულობა


ფული თავისით იზრდება, როცა ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ ფასეულობის შექმნაზე. აუცილებელია ფასეულობის შექმნის სწავლა, რომლის საჭროებაც აქვთ სხვებ. აი მაშინ თქვენ შეძლებთ კარგი თანხის გამომუშავებას. რატომ ხდება, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელმაც ფული ლატარეაში მოიგო, მალევე დაკარგა? იმიტომ, რომ არ იცოდნენ ფასეულობის შექმნა და არც შეუქმნიათ ის.


6. როგორ არ უნდა იფიქროთ


თუ თქვენს გარემოცვას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ფულის მიმართ, ამბობენ, რომ ფული არის სიავე, ხოლო სიმდიდრე აფუჭებს ადამიანებს - ქვეცნობიერი პროგრამირდება სიმდიდრის მიღწევის საწინააღმდეგოდ. ასეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს.


7. შენაძენის შეფასება


ერთ-ერთი მავნე ჩვევათაგან არის ის, რომ ჩვენ რეალურად არასოდეს ვითვლით რა ღირს სინამდვილეში შენაჩენი. არ ვითვლით რამდენი დრო, ენერგია და შრომა დაგვჭირდება იმისათვის, რომ თავს ასეთი შენაძენის გაკეთების უფლება მივცეთ. გამოიმუშავეთ წესად შენაძენის გაკეთეამდე ამა თუ იმ ნივის შეფასება. დაფიქრდით, რამდენს გამოიმუშავებდით ამ თანხის გონივრულად ინვესტირებით.


8. ფულის გამოყენება ფულის ღირს


ფინანსური ოპერაციები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფული ღირს - ბანკები იღებენ საკომისიოს. ბევრი ადამიანი ამას ყურადღებას არ აქევს, არადა ეს მსხვილი თანხაა საბოლოო ჯამში. მზად ხართ, რომ სამუშაო დღის 15 %-ზე მეტი მოანდომოთ იმის გარკვევას, თუ რომელ ბანკომატში ხსნით ფულს?


9. წარმატებული ადამიანები ქონებას ფულად სახსრებში არ ინახავენ


მდიდარ ადამიანებს აქვთ აქტივები, ღარიბებს - კრედიტები, ვალები და ვალდებულებები. ქონება უნდა შეინახოთ აქტივებში იმიტომ, რომ დაიცვათ ის ინფლაციისგან.



10. ინვესტიცია ჩადეთ საკუთარ სწავლაში


სწვალა - თქვენი ყველაზე ფასეული აქტივია. ახალი უნარების შეძენით, თქვენ შეძლებთ უფრო მეტი გამოიმუშაოთ. ან შეისწავლეთ ბიზნეს უნარები და გააკეთეთ ისე, რომ თქვენ კი არ გამოიმუშავებდეთ, არამედ სხვები გამოიმუშავებდნენ თქვენთვის.



(წყარო:b2p.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016