reportiori.ge - ხელები შორს ბიძია ლენინისგან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ხელები შორს ბიძია ლენინისგან!
04 დეკემბერი, 2014. 15:17


თანამედროვე რუსულ პრესას დიდად არ ვწყალობ, მაგრამ ზოგჯერ Facebook-ზე მეგობრები სკანდალურ ინფორმაციას რომ აქვეყნებენ, ინტერესით ვეცნობი. გასულ კვირას ორი ურთიერთგამომრიცხავი სტატიის წაკითხვა მომიწია. რიგით მივყვები: „Московский комсомолец"-ის კორესპონდენტ ირინა ბობროვას ინტერვიუ აუღია ვინმე ანატოლი ლატიშევთან, რომელიც აცხადებს, ლენინოლოგი ვარ, 1991 წლის აგვისტოს ამბების შემდეგ საიდუმლო მასალებზე სამუშაოდ მიმიწვიეს და უნიკალურ დოკუმენტებს წავაწყდიო. ამ ბატონის მოძიებული ინფორმაციით, ამხანაგი ლენინი კაცთმოძულე, სადისტი და ყველანაირი უარყოფითი თვისებით „დაჯილდოებული" პიროვნება ყოფილა. ბატონ ანატოლის მაგალითებიც მრავლად მოჰყავს: როგორ მოუწოდებდა 1905 წელს რევოლუციის მომავალი ბელადი პეტერბურგელ ახალგაზრდებს: „მჟავა არ დაიშუროთ პოლიციელებისთვის, მდუღარე გადაასხით ჯარისკაცებს, ლურსმნებით დაკოდეთ ცხენები და ქუჩებში თვითნაკეთი ყუმბარები იხმარეთ"... ან კიდევ, აი როგორი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა ნიჟნი-ნოვგოროდელ კოლეგა ბოლშევიკებს: „საჭიროა მასობრივი ტერორი, დახვრიტეთ და გამოასახლეთ მეძავები, რომლებიც ჯარისკაცებს ალოთებენ, არ დაინდოთ ყოფილი ოფიცრები..." ან: „ბაქო ნაცარტუტად აქციეთ, უკლებლივ ყველა კაზაკი ამოჟლიტეთ..." და ა.შ.


ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს პატივცემული გვამი, რაც ძალი და ღონე აქვს ლაფს ასხამს „დიადი ბელადის" „წმინდა" სახელს. სიმართლე გითხრათ, ამხანაგი ლენინი კომუნისტების ბატონობისას არ მეხატებოდა გულზე და ახლა რა ეშმაკი შემაყვარებდა, მაგრამ გურულებს მინდა დავესესხო: - არ იქნებოდა მაი ამბავი მასე. ახლა ანგელოზი რომ არ იყო - ცხადია, მაგრამ რაში დასჭირდა ამ სერიოზულ გაზეთს ყოფილი ბელადის სახელის ტალახში ამოსვრა - ვერ მივხვდი; თუმცა გამოხმაურებამაც არ დააგვიანა. ახლა მიწაში ეს ლენინის მლანძღავი ლატიშევი ჩადეს (საწყალ ვალოდიას კი არ აღირსეს ეს მიწა). ზოგან ბელადი გაამართლეს - ქვეყანას გარშემო მტრები ერტყა და აბა, თავზე ხელს ხომ არ გადაუსვამდა სამშობლოს მოღალატეებსო (ეს ალბათ ეხება იმ მეძავებს, ჯარისკაცებს რომ ათრობდნენ), სიმკაცრე იყო საჭირო და ხანდახან სისასტიკეცო (აქ ალბათ ბაქოს გადაწვასა და კაზაკების ამოჟლეტას გულისხმობენ), ზოგ შემთხვევაში ლატიშევის მოტანილ ციტატებს მონაჭორი უწოდეს და ბოლოს გამოაცხადეს ეს ლატიშევი სულაც მოგონილი პიროვნებაა და იმ ჟურნალისტმა ბობროვამ შეთხზაო.


რაღა დაგიმალოთ და არც პირველი ამბავი ეკარება ჩემს გულს და მეორე ხომ რა გითხრათ... აქ, ეტყობა, სხვა ამბავია, რადგან, დავიჯერო, ლენინზე წერის დრო და ხალისი აქვთ ახლა რუსეთში? ქვეყანა (და „გაზპრომი") თავზე ენგრევათ, როგორც ამბობენ, საცოდავ პუტინს ორი პარასკევი დარჩენია, იქით ნაზარბაევი და ყაზახეთი ჩინეთისკენ მიიწევს, აქეთ ლუკაშენკოს უკრაინასთან ბიძაშვილობა არ ეთმობა; ამას დაუმატეთ დამშეული ყირიმელების გამოწვდილი ხელები და დაბღვერილი ევროპა-ამერიკა, ჰოდა, რა დროს ლენინია...


P.S. ისე, ან მე რა მრჯიდა ამ წერილის დაწერას, მაგრამ ადამიანურად შემეცოდა ილიჩი. კაცს ტალახი ასხა და მიწაში ჩამარხვა არ აღირსო, ნამეტანი სადიზმია. ყოველ შემთხვევაში, როგორც ფრუნზიკ მკრტჩიანი იტყოდა - „Я так думаю" .


 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016