reportiori.ge - უზენაესი სასამართლო 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:41
სამართალი
უზენაესი სასამართლო 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 19:36

უზენაესი სასამართლო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. საუბარია 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის საქმეზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2013 წლის მარტში მოხდა და რომელსაც დღეს დეპუტატი ოთარ ჩრდილელი გამოეხმაურა. უზენაესი სასმართლოს განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 4 აპრილს სასამართლოზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დაიწყო სასამართლო გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. 2013 წლის 28 მაისს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და ზემდგომი პროკურორის წინასწარი თანხმობით, პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. შუამდგომლობას ასევე მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება და დაადგინა, რომ ერთობლიობაში ეს მტკიცებულებები ადასტურებდნენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებას, ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას. საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით. ამასთან, ბრალდებულს არ შეზღუდვია უფლება, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. 
სასამართლომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის და შემდგომში, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს ყველა სტანდარტი დაიცვა. აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს სასამართლო არ შედის საქმის არსებით განხილვაში, იგი მხოლოდ ამოწმებს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შეთახმების სამართლებრივ და პროცესუალურ მხარეს", - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016