ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ავრცელებს. როგორც თიბილოვი აღნიშნავს, ახალი საგარეო გამოწვევები და საფრთხეები მოითხოვს, სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმოს.
"რუს კოლეგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ვაპირებთ, ყველა წინადადება განვიხილოთ. დაგეგმილია უხლოეს პერიოდში მთელი რიგი დოკუმენტების შესწავლა, რათა ახალ შეთანხმებაში ყველაფერი აისახოს, რაც აუცილებელია. ისეთი დოკუმენტი უნდა შემუშავდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას შეესაბამება. ახალი დოკუმენტი საფუძველს დაუდებს რუსეთთან შემდგომი ურთიერთობის განვითარებას", - განაცხადა თიბილოვმა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)