reportiori.ge - „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ „ფრიდრიხ ნაუმანის“ ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის დასკვნით საღამოს მართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:30
ეკონომიკა
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ „ფრიდრიხ ნაუმანის“ ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის დასკვნით საღამოს მართავს
ავტორი:
04 დეკემბერი, 2014. 22:57


პარასკევს, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში" (საქართველო, თბილისი, კუს ტბის გზა # 1), არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" წარმომადგენლები, ფრიდრიხ ნაუმანის" ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის დასკვნით - შემაჯამებელ საღამოს მართავენ.


პროექტის სახელწოდებაა: თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი". ეს ზოგადი და ერთგვარად საყოველთაო ხასიათის თემა, თავის თავში მოიცავს ამავე პროფილის სხვა საინტერესო ქვეთემებსაც. ეს ქვეთემებია: თავისუფლებისა და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში"; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი"; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების დონე საქართველოში"; „ეკონომიკური თავისუფლება - გლობალური კრიზისიდან ლოკალურ წარმატებამდე"; „ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები"; „კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება".

 

აღნიშნული პროექტის დასკვნით - შემაჯამებელ საღამოზე მოხსენებებით გამოვლენ: ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ გერლიანი, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან კრიალაშვილი, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მაკალათია. სიტყვით გამოვლენ მოწვეული მომხსენებლებიც, კერძოდ: იოსებ ბაჩიაშვილი - საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის" პრეზიდენტის მოადგილე და ვანო ჩხაიძე - ეკონომისტი, საინვესტიციო კომპანია და გო" - ს პრეზიდენტი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016