ყველამ იცის, რომ გაზიანი სასმელები ძალიან მავნებელია. ამ სტატიით თავად შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, ღირს თუ არა გაზიანი სასმელების მოხმარება.
10 წუთის განმავლობაში მას მერე, რაც ერთ ბოთლ გაზიან სასმელს დალევთ: ორგანიზმში 10 ჩაის კოვზი შაქარი ხვდება (დასაშვები ნორმის მაქსიმუმი). ამ შემთხვევაში ზედმეტი შაქრის გამო გული არ აგერევათ, რადგან სასმელში შემავალი ფოლიუმის მჟავა მის ორგანიზმში შეთვისებას უწყობს ხელს.
20 წუთის შემდეგ - სისხლში შაქრის შემცველობა მატულობს, რაც ინსულინის სწრაფ აწევას იწვევს. ღვიძლიც შესაბამისად რეაგირებს და შაქარს ცხიმად გარდაქმნის.
40 წუთის შემდეგ - კოფეინის შთანთქმის პროცესი სრულდება, ფართოვდება გუგები, მატულობს არტერიული წნევა, ღვიძლი მეტი შაქრის გადასროლას იწყებს სისხლში, ტვინის რეცეპტორები ბლოკავენ ძილიანობის შეგრძნებას.
45 წუთის შემდეგ - ძლიერდება დოფამინის გამომუშავება. ეს არის ჰორმონი, რომელიც ტვინში კმაყოფილების შეგრძნებას აძლევს სტიმულს. ზუსტად ასეთი პრინციპით მოქმედებს ჰეროინი.
1 საათის შემდეგ - ფოსფორის მჟავა უკავშირდება კუჭში კალციუმს, მაგნიუმს და თუთიას და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ძლიერდება ორგანიზმიდან შარდთან ერთად კალციუმის გამოდევნა.
საათზე მეტი დროის შემდეგ: ძალაში შედის კოფეინის შარდმდენი თვისება. შარდთან ერთად გამოიდევნება კალციუმი, მაგნიუმი და თუთია, რომელიც ასე აუცილებელია ძვლებისთვის. ან ზედმეტად აღგზნებული ხართ ან პირიქით, მოდუნებული.
წყარო - mshoblebi.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)