reportiori.ge - ლარის კურსთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრა გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:18
ეკონომიკა
ლარის კურსთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 17:27


ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი და ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად, საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს.



კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გამართა.



სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟი უარყოფითად აისახება პროცესზე, ამიტომ მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისგან.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ლარის კურსის არსებული მერყეობა სტაბილური ვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში ჯდება. ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით, მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე დოლარის კურსი გამყარებულია ყველა ძირითადი ვალუტის მიმართ, რაც თავისთავად აისახება ლარი/დოლარის კურსზე.



საქართველოს ხელისუფლება ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, შესაბამისად, ფინანსურ სტაბილურობას და ლარის კურსს გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება.



დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას.





(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016