reportiori.ge - ირაკლი გილაური “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი აღარ იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:48
ეკონომიკა
ირაკლი გილაური “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი აღარ იქნება
ავტორი:
05 დეკემბერი, 2014. 20:35




2015 წლის ზაფხულში "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში გადავა. ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

ინფორმაციის თანახმად, ცვლილების შედეგად, ბანკის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რაც დაკავშირებულია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვასთან.

 

"საქართველოს ბანკმა, ასევე განაცხდა მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების თაობაზე, რომელთა შედეგად, ბანკის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ მოთხოვნებთან, რაც დაკავშირებულია კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეზღუდვასთან. ბანკის განახლებული კორპორაციული სტრუქტურა გულისხმობს იურიდიულ რესტრუქტურიზაციას, რომლის შედეგად მოხდება საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. გამიჯვნის შემდგომ, არაპროფილური ბიზნესები გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და საქმიანობას განაგრძობს ბანკისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად.

 

ახალი კორპორაციული სტრუქტურის ძალაში შესვლა და არაპროფილური ბიზნესების გამიჯვნა განხორციელდება 2015 წლის ბოლომდე. სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდება მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში.


2015 წლის ზაფხულში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური გადავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ირაკლი გილაური ასევე განაგრძობს მოღვაწეობას საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის ზაფხულიდან საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება მურთაზ კიკორია, რომელიც მანამდე შეასრულებს საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის მოვალეობას. ბანკის ამჟამინდელი ფინანსური დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე დაინიშნება საქართველოს ბანკის ამჟამინდელი დაზღვევისა და ჯანდაცვის მიმართულების - Georgia Healthcare Group-ის („GHG") გენერალურ დირექტორად", - ნათქვამია "საქართველოს ბანკის" განცხადებაში.









(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016