reportiori.ge - რომან გოცირიძე: ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომ მას ნეგატიური პროცესები მოჰყვება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:35
ეკონომიკა
რომან გოცირიძე: ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომ მას ნეგატიური პროცესები მოჰყვება
05 დეკემბერი, 2014. 23:56



ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაში არა კონკრეტულ უწყებას, არამედ მთლიანად მთავრობას  ადანაშაულებს. გოცირიძის განმარტებით, ქვეყანაში უცხოური ვალუტა არ შემოდის, რის გამოც ლარი დევალვაციას განიცდის. მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურების შედეგად, არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, ბიზნესსაც ძალიან გაუჭირდება.


"ერთია, როდესაც რაოდენობრივად ნელ-ნელა ხდება ვალუტის კურსის შემცირება და ბიზნესი, ადამიანები ადაპტირებას ახდენენ და მეორეა, როდესაც მოლოდნელად, ზვავივით დაგეცემა თავს რაღაც მოვლენა, რომლის მართვაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. ლარი იმ დონემდე გაუფასურდა, რომ მას ნეგატიური პროცესები მოჰყვება. არა მხოლოდ ფიზიკური პირებს, ბიზნესაც ძალიან გაუჭირდება. მათ, ვისაც საექსპორტო შემოსავალი არ აქვთ, უცხოეთიდან ვალუტას არ იღებენ, ანუ ნებისმიერი ბიზნესი მცირე თუ დიდი საწარმო, რომელიც შემოსავალს იღებს ლარში, მას კრედიტები დოლარში აქვთ გასასტუმრებელი.


ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად მთავრობა და არა ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკი ან ცალკეული სამინისტრო. როდესაც დევალვაცია ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორი ერთვება და აჟიოტაჟური მოთხოვნაც იგრძნობა. ლარი დღეს ზედმეტად შეუფასებელია, ორის ფარგლებში ლარის კურსი ობიექტური არაა და ამაზე ეს აჟიოტაჟი, შიში მოქმედებს. თუმცა ვფიქრობ, დღეს რაიმე თანხის მასობრივი კონვერტაცია, ან ოჯახებიდან, ან საწარმოებისგან, არასწორია იმდენად წამგებიანია კურსი. ისინი ბევრს დაკარგავენ",  - განაცხადა გოცირიძემ გადაცემაში "რეაქცია".








 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016