reportiori.ge - ნიკოლოზ გოგილიძე: დაცული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გულისხმობს იმასაც, რომ ქართული პროდუქცია მაღალფასიან სეგმენტს დაიკავებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:24
ეკონომიკა
ნიკოლოზ გოგილიძე: დაცული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გულისხმობს იმასაც, რომ ქართული პროდუქცია მაღალფასიან სეგმენტს დაიკავებს
ავტორი: ანა ნოდია
06 დეკემბერი, 2014. 14:48


„ვიწყებთ ახალი მიმართულების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს გაუმჯობესებას", - აღნიშნული განცხადება საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძემ „ბიზნესკურიერთან" საუბრისას გააკეთა:

 

„ნებისმიერი მეწარმისთვის, ვინც სოფლის მეურნეობის სფეროშია დაკავებული, გეოგრაფიული აღნიშვნა არის კარგი ინსტუმენტი თავისი პროდუქციისათვის და რეკლამისთვის, რომ მის პროდუქციას აქვს განსაკუთრებული თვისებები.

 

ანუ, იცვლება იმ გეოგრაფიული ადგილის სახელი, სადაც ამ თუ იმ პროდუქტს აქვს განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები, როგორიც არის ხვანჭკარა, ქინძმარაული. მომხმარებელი ხვდება, რომ აქ - ამა თუ იმ რეგიონში ღვინოს აქვს განსაკუთრებული ხარისხი.

 

გეოგრაფიული აღნიშვნა და მისი დაცვა მნიშვნელოვანია, რათა ამა თუ იმ რეგიონში განსაკუთრებული სახელის მქონე პროდუქტის გაყალბება არ მოხდეს. მაგალითისთვის, საქართველოში მეგრული სულგუნი არის პოპულარული. ბაზარში რომელ გამყიდველსაც არ უნდა ჰკითხოთ, საიდან არის სულგუნი, გეტყვით, რომ მეგრულია. სწორედ ამას სჭირდება დაცვა. შეიქმნება კონტროლის სისტემა.

 

ევროპის ბაზარზე შესვლის ერთადერთი წარმატებული გზა არის ხარისხიანი პროდუქციით შესვლა. იგივე, გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გულისხმობს იმასაც, რომ მაღალფასიან სეგმენტს დაიკავებს ქართული პროდუქცია. მომხმარებელი, რომელიც ხედავს, რომ ეს არის გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქცია, მან იცის, რომ პროდუქტს აქვს განსაკუთრებული ხარისხი", - განაცხადა გოგილიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016