reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: კარგი რჩევები მივიღე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:36
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: კარგი რჩევები მივიღე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ...
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 20:17

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ლიტვასა და პოლონეთში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.ბიძინა ივანიშვილი ვიზიტს წარმატებულს უწოდებს 

"შეხვედრებისას ეკონომიკის და პოლიტიკის ყველა საკითხს შევეხეთ, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები. ძალიან კარგი ვიზიტი იყო პოლონეთშიც. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემს პოლონელ კოლეგასთან შეხვედრა, რომელმაც მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. კარგი რჩევები მივიღე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. არსებობს განსხვავებული აზრი, როგორც ლიტვაში, ისე პოლონეთში ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვისაც ეჭვი დარჩა ახალი ხელისუფლების ხელწერის მიმართ, ისინი აშკარა უმცირესობაში არიან. ორივე სახელმწიფოში ახალ ხელისუფლებას აბსოლუტური ნდობით, მოწიწებით და მეგობრულად უყურებენ", - განაცხადა პრემიერმა. 
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ლიტვასა და პოლონეთთან საქართველოს მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ისინი დაინტერესებული არიან, რომ 27 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე ვიყოთ ძალიან წარმატებული და მაქსიმალურ მხარდაჭერას გვპირდებიან. ჩემის მხრივ, ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვისაუბრეთ ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით და ამ მხრივაც მხარდაჭერა აღგვითქვეს. ჩვენ ველით, რომ მომავალ წელს ნატო-ს მხრიდან კარგი განცხადებები გაკეთდება საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წარმატებული ვიზიტი გვქონდა", - აღნიშნა პრემიერმა. 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016