reportiori.ge - „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:33
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადავა
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 12:35


2015 წლის ზაფხულში „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადავა. ის ასევე განაგრძობს საქმიანობას „საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ბანკში დღეს გამართულ ბირიფინგზე აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ბანკში" ჯგუფის სტრუქტურის განახლებითა და არაპროფილური აქტივების საბანკო საქმიანობისგან გამიჯვნით ახსნეს.



დღეს პრესკონფერენცია ირაკლი გილაურმა ბანკის მომავალ გენერალურ დირექტორ მურთაზ კიკორიასთან ერთად გამართა.



საქართველოს ბანკის" ჯგუფის განახლებული სტრუქტურის თანახმად, განხორციელდება იურიდიული რესტრუქტურიზაცია და საბანკო-საფინანსო და არასაბანკო ბიზნესების გამიჯვნა. „საქართველოს ბანკი" სრულად ფოკუსირდება საბანკო საქმიანობაზე. არსაბანკო ბიზნესი კი გაერთიანდება ცალკე საინვესტიციო მიმართულებად და შევა „საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის პირდაპირ დაქვემდებარებაში. შედეგად, არასაბანკო ბიზნესი საქმიანობას განაგრძობს „საქართველოს ბანკისგან" დამოუკიდებლად", - განაცხადა ირაკლი გილაურმა.



მისივე თქმით, სტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ მოხდა მენეჯმენტის გამიჯვნა საბანკო და არასაბანკო მიმართულებების მიხედვით და ცვლილებები შევიდა ბანკის მენეჯმენტის შემადგენლობაში.



რაც შეეხება ბანკის მომავალ დირექტორს მურთაზ კიკორიას, იგი „საქართველოს ბანკში" 2008 წლიდან მუშაობს. იგი თავდაპირველად გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა შესაბამისობის დარგში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და კრედიტი, ფლობს ბაკალავრის ხარისხს.



(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016