reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფლაციურ მოლოდინებს ექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025. 22:53
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფლაციურ მოლოდინებს ექნება
ავტორი:
10 დეკემბერი, 2014. 16:59


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ქადაგიძის განცხადებით, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფლაციურ მოლოდინს აქვს.



„პროცესებზე ყოველდღიურ დაკვირვებას და ანალიზს ვაგრძელებთ. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ინფლაციურ მოლოდინებს და ჩვენ ველოდებით ნოემბრის და დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლებს. დღეს ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხომ არ პოვებს ეს ასახვას ფასებზე იმაზე მეტად, ვიდრე ეს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლით არის გათვალისწინებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია ინფლაციასთან და ფასების ზოგად დონესთან დაკავშირებით, ჩვენ გადავწყვეტთ, შევცვალოთ თუ არა ჩვენი მონეტარული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელია და მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნებისთვის ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ", - განაცხადა ქადაგიძემ. 



ქადაგიძის თქმით, სავალუტო რეზერვები საკმარისი რაოდენობით არსებობს.



„ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენ აღარ გვაქვს სათანადო რაოდენობის სავალუტო რეზერვი ან ის, რომ რაიმე ფორმით შეზღუდული ვართ ამა თუ იმ ტიპის ინტერვენციაში, ეს ასე არ არის. ჩვენ გვაქვს სავალუტო რეზერვები საკმარისი ოდენობით, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. უბრალოდ, საერთაშორისო რეზერვების განკარგვა ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად ხდება",-განაცხადა ქადაგიძემ. 

 


კითხვაზე, თუ ფინანსთა მინისტრის განცხადების საფუძველზე, მილიარდ ლარზე მეტი ბაზარზე გამოვა და მისი დახარჯვა მოხდება, რა მექანიზმებს გამოიყენებს ეროვნული ბანკი და დახარჯავს თუ არა ის ამ რეზერვს, რამაც შესაძლოა, ლარზე ცუდად იმოქმედოს, ქადაგიძის თქმით, დღეის მდგომარეობით, ფისკალური გავლენა კურსის მერყეობაზე არ არის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016