reportiori.ge - რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:40
კონფლიქტები
რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 23:16



სოხუმის ე.წ. ლიდერის რაულ ხაჯიმბა თქმით, რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმება რუსეთთან სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას განაახლებს. ხაჯიმბამ დღეს აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობას საკმაოდ მძიმე უწოდა. მისი განმარტებით, მწვავე პრობლემებია ენერგომომარაგებისა და კომუნალური მეურნეობის საკითხებშიც.


"ფაქტობრივად, ეკონომიკის არც ერთი დარგი არ ფუნქციონირებს მათ შორის, არც მინიმალურ რეჟიმში. სოციალური ობიექტების მშენებლობა, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობდა, არავითარი ეკონომიკური ეფექტის მომცემი არ არის შორეული პერსპექტივის კუთხით. ჩვენ რუს კოლეგებს გააჩნიათ სერიოზული უნდობლობა აფხაზური მხარისადმი, რაც რუსული დახმარების ათვისების სამწუხარო გამოცდილებას უკავშირდება", - განაცხადა ხაჯიმბამ.


მისივე ინფორმაციით, რუსეთში მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2015 წლიდან რუსეთის ფინანსური დახმარების ნაწილი აფხაზეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში პროექტების რეალიზაციისკენ იქნება მიმართული.








(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016