ეკონომიკის ექსპერტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ავსტრიის ბანკის საცავში გადაღებულ ფოტოს „facebook" -ში აქვეყნებს, სადაც მას მილიონი ევრო უჭირავს. გოცირიძე ირონიით წერს, რომ ლარი მან გააუფასურა.
„მინდა, გამოგიტყდეთ. ლარი მე გავაუფასურე. ერთბაშად ვიყიდე ყველა ვალუტა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა :) იქიდან ბენდუქიძე მეხმარებოდა.
P.S. ხელში მიჭირავს 1 მილიონი ევრო. 500-ევროიანები. 1 მილიონი დოლარი 100-დოლარიანი კუპიურით არის 10 კილოგრამი.
შეგიძლიათ, აწონოთ საქართველოს ვალები და განსაზღვროთ მისი სიმაღლე.
ჩემი სტუდენტები აკეთებენ. გაგაცნობთ.
ეს არის ავსტრიის ეროვნული ბანკის ფულის საცავი. ვსწავლობდით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საკასო ცენტრი. ჩვენიც ძალიან მაგარია. ეს დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა. უკეთესი გამოვიდა, ვიდრე თავიდან ვაპირებდით", - წერს გოცირიძე.