სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველოებმა რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ინსპექტირება ჩატარდა მცხეთაში, ი/მ „გია მამულაშვილის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში, ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისში - ი/მ „მარიამ პოზოიანის" საცხობსა და გორში, ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების საწარმოში (შპს „გაამოთ").
გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ანტისანიტარია, საგნებისა და აღჭურვილობების არასათანადო დასუფთავება-დეზინფიცირება, კონდენსატის დაგროვება მაცივარში. გარდა ამისა, შპს-დან „გაამოთ" ამოღებული და დალუქულია 305 კგ სუბპროდუქტი ჯანმრთელობის ნიშანდების - ფორმა #2-ის გარეშე.
აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.