reportiori.ge - რას ვყიდულობთ „ზეთის“ სახელწოდებით?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025. 17:19
სხვადასხვა
რას ვყიდულობთ „ზეთის“ სახელწოდებით?
ავტორი:
19 დეკემბერი, 2014. 11:21



როგორ უნდა გავარკვიოთ, რამდენად ახალი, ჯანსაღი და სასრგებლოა ესა თუ ის ზეთი. ყიდვისას ამაზე არც ვფიქრობთ, რადგან ყველა ზეთი ერთმანეთს ჰგავს. არადა, ზეთი იმდენად ხშირად მოხმარებადი პროდუქტია, რომ მასზე ძალიან არის დამოკიდებული ოჯახის ჯანმრთელობა. ყველაზე ხშირად ძვირადღირებულ ზეთებს აყალბებენ, მაგალითად, ზეითუნისას, ნიგვზისას, ყურძნის წიპწებისას... ამ ზეთებს დაბალხარისხიანი ზეთებით აზავებენ.



რაფინირებული ზეთი - რაფინირებული ნიშნავს, რომ ზეთი ფიზიკურ-ქიმიურადაა დამუშავებული. ამის შემდეგ ზეთი უფრო ღია ფერის, უსუნო ხდება და მისი შენახვა ხანგრძლივი ვადით არის შესაძლებელი. მას სასარგებლო თვისებებიდან თითქმის აღარაფერი აქვს შემორჩენილი, აღარც ვიტამინები. ანუ მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. ამიტომ დააკვირდით ეტიკეტს და აირჩიეთ ზეთი, რომელიც არარაფინირებულია. თან „ცივი დაწნეხვის წესით" არის მიღებული. ამ წესით დამზადებული ყველა ზეთი სასარგებლოა.



ძვირი და იშვიათი ზეთი - ძვირი რომ ღირს, სულაც არ ნიშნავს, რომ თან სასარგებლოა. ამ დროს მარტო ეტიკეტის ნდობა არ ღირს. საკითხავია, ეს კომპანია თავად აწარმოებს პროდუქტს? საიდან შემოაქვს ნედლეული და როგორი ხარისხისაა იგი. შესაძლოა, სულაც გაზავებული იყოს. ამიტომ დაუფიქრებლად ნუ შეიძენთ ძვირფას ზეთს.



ზეთი კონსერვანტებისა და საღებაების გარეშე - ეტიკეტზე თუ არ აწერია, რომ კონსერვანტებს არ შეიცავს, არა უშავს, ზეთში ისინი მაინც არ იქნება. ეს მწარმოებლის დამსახურება სულაც არ არის. მცენარეული ზეთი ისეთი პროდუქტია, რომ მასში ხელოვნური საღებარის ან კონსერვანტის შერევა თითქმის შეუძლებელია. შესანახად ყველაზე კარგია მუქი მინის ბოთლი. რასაც არ უნდა გპირდებოდეთ ეტიკეტი, არარაფინირებული ზეთი 2 თვის განმავლობაში ძლებს, რაფინირებული - 4 თვის განმავლობაში.



ვიტამინები - ბუნებრივი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მაქსიმალური შემადგენლობა მხოლოდ არარაფინირებულ ზეთშია, რომელიც ცივი დაწნეხვის წესით არის მიღებული. რაფინირებულ ზეთში კი ყველა ვიტამინი, რაც ეტიკეტზე წერია, სინთეზური წარმოშობისაა. მათ გადამუშავებულ ზეთში შემდეგ უმატებენ.



გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე - ზეთში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები მთავარი ნედლეულიდან ხვდება - სოიიდან, სიმინდიდან. სამწუხაროდ, ზეთში ამ ორგანიზმების აღმოჩენა ლაბორატორიული შემოწმებითაც ვერ ხერხდება. ამ შემთხვევში, ისღა დაგრჩენიათ, რეკლამას ენდოთ, თუ გიმტკიცებენ, რომ ზეთში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები არ არის.



ქოლესტერინი - როგორც სარეკლამო სვლა - მცენარეულ ზეთში ქოლესტერინი ისედაც არ არის. ამიტომ მისი ხსენება მხოლოდ სარეკლამო სვლაა.



ანუ ზეთს 2 მთავარი უპირატესობა ყველა შემთხვევაში აქვს - არ შეიცავს კონსერვანტებს და ქოლესტერინს.



წყარო - mshoblebi.ge



(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016