reportiori.ge - ჟოლოს სასარგებლო თვისებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 06 მარტი, 2025. 17:30
სხვადასხვა
ჟოლოს სასარგებლო თვისებები
ავტორი:
19 დეკემბერი, 2014. 14:08



ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც. რა თვისებები აქვს ამ კენკრას, რომელსაც ხშირად ბუნებრივ ანტიბიოტიკებს შორის მოიხსენიებენ?



1. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატის შემადგენლობაში შედის.

2. გვინარჩუნებს ახალგაზრდობას მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინების წყალობით, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე აგებენ პასუხს.

3. დიდი რაოდენობით სპილენძს შეიცავს. სპილენძი კი ანტიდეპრესანტების შემადგენლობაში შედის. ამდენად, ჟოლოს მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვთ და სტრესულ სიტუაციებში ხშირად ხვდებიან.

4. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.

5. C ვიტამინის შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს პოტენციას.

6. სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა სურს, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს.

7. აუმჯობესებს თირკმლების მუშაობას, ხსნის შეშუპებას, რადგან ჟოლოს ფოთლების ნახარშს შარდმდენი თვისება გააჩნია.

8. შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს, ამდენად, ან გინის დროს სასარგებლოა მისი ნაყენის ყელში გამოვლება.

9. ასპირინისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კუჭს და არ ახდენს კუჭის წყლულის პროვოცირებას.



ჟოლო, ბევრი სხვა კენკროვანისაგან განსხავებით, თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. სწორედ ამიტომ ჟოლოს მურაბა ოდითგანვე სურდოსა და გაციების დროს უებარ საშუალებად ითვლებოდა. იმისათვის, რომ ჟოლომ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნოს, სასურველია, მურაბის მოხარშვის პროცესში ნახევარი ჭიქა ახალგამოწრურული ჭარხლის წვენი დაუმატოთ. ასე მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მინერალები არ დაიშლება და პირველადი სახით შენარჩუნდება.



წყარო - mshoblebi.ge


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016