reportiori.ge - მანანა კობახიძე: იმ მავთულხლართების იქითაც ჩვენია და მავთულხლართების აქეთაც...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:40
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: იმ მავთულხლართების იქითაც ჩვენია და მავთულხლართების აქეთაც...
ავტორი:
20 ივლისი, 2013. 01:47

პარლამენტის ვიცე სპიკერის განცხადებით  ლიტვის და პოლონეთის  მხარდაჭერა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით,   ძალიან მნიშვნელოვანია. 

 "საზღვარი არის იქ, სადაც არის ჩვენი სახელმწიფო საზღვარი  და ჩვენ ვერანაირად ვერ გავავლებთ საზღვარს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის.  ეს არის ჩვენი ტერიტორია... იმ მავთულხლართების იქითაც და მავთულხლართების აქეთაც... და თუ რუსები რამეს ცდილობენ და მავთულხლართებს აბამენ - ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ყველგან უნდა წამოვწიოთ  ყველა დონის შეხვედრაზე"-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკრემა გადაცემა „პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.

მანანა კობახიძე პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას მშვიდობიანი მოლაპარაკებების  ფორმატში ხედავს, რაც მისი თქმით  დიპლომატიურ ფარგლებში უნდა მოხდეს. "მოთმინება უნდა გვეყოს იქამდე, ვიდრე ეს არის საჭირო. იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ვერანაირად ვერ გადავუხვევთ ამას. იარაღის ენით საუბრის  დაწყება რუსეთთან  ჩვენთვის დამღუპველი იქნება"  - აცხადებს კობახიძე  და აღნიშნავს , რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთთან ურთიერთობის გასაუარესებლად  ყველაფერი გააკეთა.

„2008 წლის აგვისტომდე რაც იყო, იმაზე უარესი მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს სახით და შემდგომ პერიოდში.  მათმა აგრესიულმა რიტორიკამ  მოიტანა ეს შედეგი. მცდარი ნაბიჯი იყო, როცა სააკაშვილი მოსახლეობას არარსებულ საფუძველზე, ჰპირდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ახალ წელს სოხუმში აღნიშნავდა. ეს დაპირებები იყო აბსოლუტურად ცრუ  და მსგავს სიტყვებს ვერცერთი  პრეზიდენტობის კანდიდატი ასე ღიად ვერ იტყვის დღეს" -პარლამეტის ვიცე- სპიკერს იმედი აქვს, რომ მშვიდობიანი გზით ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას დაიბრუნებს. „ბოლოს და ბოლოს რუსეთი  თავიდან ბოლომდე პუტინი არ  არის და დადგება ალბათ ის დრო, როდესაც ჩვენ დიპლომატიითა და სწორი ნაბიჯებით ეტაპობრივად,  ნაბიჯ -ნაბიჯ მივალთ იქამდე, რომ აღვადგენთ ქვეყნის მთლიანობას. ეს რომ არ მოხდება სამხედრო  და ომის გზით, ფაქტია და არც უნდა მოხდეს"-აცხადებს მანანა კობახიძე. 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016