reportiori.ge - პატრიარქი: 4 იანვარს 82 წელი შემისრულდება, მე არ ვიცი, ეს წლები როგორ გავიდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:56
რელიგია
პატრიარქი: 4 იანვარს 82 წელი შემისრულდება, მე არ ვიცი, ეს წლები როგორ გავიდა
ავტორი:
26 დეკემბერი, 2014. 22:23



  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში საქართველოში სტუმრად მყოფი ინგუშები მიიღო.


"თქვენ არა მარტო საქართველოს პატრიარქი ხართ. ინგუშ ხალხს ისე ძლიერ უყვარხართ და გაფასებთ, როდესაც საქართველოდან სახლში ვბრუნდებით, გვეკითხებიან, გინახულეთ თუ არა. უბრალო ადამიანებს არ ესმით, რომ თქვენ ნებისმიერ დროს მიღება არ შეგიძლიათ, დიდი მარხვაა და ძალიან გადაღლილი ხართ მარხვის იმ წმინდა საქმით, რომელსაც ეწევით. მადლობა, რომ მიგვიღეთ", - განაცხადა შეხვედრაზე 76 წლის ინგუშმა პოეტმა ისა კოძოევმა.


პატრიარქი ინგუშების ყოფით დაინტერესდა და   მოუთხრო მათ მისი მშობლების შესახებ, რომლებსაც ინგუშები უყვარდათ და მათ სტუმრად იღებდნენ, უფენდნენ ხალიჩას ლოცვისთვის.

"დღე გავიდა და მადლობა უფალს. 4 იანვარს 82 წელი შემისრულდება. მე არ ვიცი, ეს წლები როგორ გავიდა", - აღნიშნა შეხვედრაზე კათოლიკოს პატრიარქმა.


უწმინდესს სტუმრებმა საჩუქრად სუვენირი ინგუშური კოშკი გადასცეს. საჩუქრები სტუმრებს პატრიარქმაც გადასცა.

 

 

 

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016